სექტორები

ბოლონიის საბავშვო წიგნის ბაზრობა

ბოლონიის საბავშვო წიგნის ფესტივალი ყოველწლიურად 1963 წლიდან იმართება და წარმოადგენს საბავშვო ლიტერატურის მიმართულებით წამყვან საერთაშორისო ბაზრობას. ბოლონიის საბავშვო წიგნის ბაზრობაზე თავს იყრის საბავშვო ლიტერატურაზე ფოკუსირებული ყველა წამყვანი საერთაშორისო საგამომცემლო სახლი. ოთხი დღის განმავლობაში ბაზრობაზე აქტიურად ხდება საავტორო უფლებების გაყიდვა და ყიდვა. ბოლონიის ბაზრობაზე ხდება რამდენიმე წამყვანი ლიტერტურული პრემიის, ისეთების, როგორიცაა ჰანს ქრისტიან ანდერსონის პრემიის და ასტრიდ ლინდგრენის პრემიის ლაურეატების გამოვლენა.