სიახლეები

ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ინიციატივით, გერმანული მთარგმნელობითი ფონდის პროგრამასთან და რობერტ ბოშის ფონდთან თანამშრომლობით, ევროპის მთარგმნელთა კოლეგია აცხადებს კონკურსს მხატვრული ლიტერატურის ქართულიდან გერმანულ ენაზე მთარგმნელებისათვის სემინარში მონაწილებისთვის, რომელიც გაიმართება 2016 წლის 29 ნოემბრიდან 4 დეკემბრის ჩათვლით შტრალენში, გერმანია.

სემინარს კოორდინირებას უწევს ევროპის მთარგმნელთა კოლეგია. სემინარში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მხატვრული ლიტერატურის (პროზის) მთარგმნელებს, რომლებიც გერმანულ ენას თითქმის მშობლიურის დონეზე ფლობენ.

5 დღის განმავლობაში სემინარის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, ერთობლივად განიხილონ სათარგმნად შერჩეული ტექსტები.

მონაწილეობის მიღება უფასოა, სამგზავრო და საცხოვრებელი ხარჯი დაფარული იქნება პარტნიორი ორგანიზაციების მიერ. სემინარს უხელმძღვანელებენ გამოცდილი მთარგმნელი როზმარი თითცე და ანდრეა ოთი. 

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2016 წლის 4 ოქტომბერი. კონკურსის შედეგებს გაცნობებთ ელექტრონული ფოსტის საშუალებით. 


საკონკურსო პირობები