სიახლეები

ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მოწვევით, 1-2 სექტემბერს საქართველოს 2 დღიანი ვიზიტით ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პრეზიდენტი იურგენ ბოსი და ვიცე-პრეზიდენტი კატია ბიონე ეწვივნენ. ვიზიტის ფარგლებში უცხოელი სტუმრები შეხვდნენ სამთავრობო სექტორის და სხვადასხვა კულტურული ორგანიზაციების წარმომადგენლებს.