სიახლეები

გოეთეს ინსტიტუტში ცნობილი ქართველი კომპოზიტორის ალექსი მაჭავარიანის შესახებ გერმანულენოვანი წიგნის „ალექსი მაჭავარიანი: კომპოზიტორი და დრო“ პრეზენტაცია გაიმართა.

ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ხელშეწყობით მუსიკათმცოდნე, მანანა კორძაიას მონოგრაფია ნათია მიქელაძე-ბახსოლიანმა თარგმნა და გამომცემლობამ WOLKE გამოსცა.

აღსანიშნავია, რომ ეს პირველი გერმანულენოვანი მონოგრაფიია ქართველ კომპოზიტორზე. გამოჩენილი ქართველი კომპოზიტორის ალექსი მაჭავარიანის საავტორო უფლებები დაცულია „გემას“ მიერ.

პრეზენტაცია კომპოზიტორის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით ნანა კიკნაძე-შადურის ფილმის „ერთი ოკეანის საიდუმლოს“ ჩვენებით დასრულდა.