სიახლეები

ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, 2014 წლის 8-12 ოქტომბერს საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე განახლებული ეროვნული სტენდით წარსდგა. ბაზრობის ფარგლებში ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის და საქართველოს გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა სადისკუსიო პანელსა და პრეზენტაციაში.