სიახლეები

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორი მედეა მეტრეველი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ვიცე-პრეზიდენტს ტობიას ვოსს შეხვდნენ. შეხვედრაზე 2018 წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის პროგრამის სამოქმედო გეგმა განიხილეს. მხარეებმა პროგრამის ფარგლებში დაგეგმილ მოკლევადიან და გრძელვადიან პროექტებზე ისაუბრეს და უახლოეს მომავალში განსახორციელებელი სამუშაოები განსაზღვრეს.

დღესვე ტობიას ვოსი 2018 წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის პროგრამის საორგანიზაციო კომიტეტს შეხვდა. გაცნობითი სახის შეხვედრას კომიტეტის სამეთავლყურეო და მრჩეველთა საბჭოების წარმომადგენლები დაესწრნენ.