ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მიერ უცხოელი გამომცემლებისთვის გამოცხადებულ მთარგმნელობითი პროგრამის „ქართული ლიტერატურა თარგმანებში“ მეორე სააპლიკაციო პერიოდის ფარგლებში შემოსული 22 განაცხადიდან, ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით, დაფინანსდება 15 საერთაშორისო პროექტი:
გერმანია
გურამ ოდიშარია - „ლტოლვილთა უღელტეხილი“
ქართული პოეზიის ანთოლოგია Ich will dem Kaukasos zu…! - (78 ავტორი)
ქართული დრამატურგია (სამუშაო სათაური) - (ლაშა ბუღაძე, ლაშა თაბუკაშვილი, ნესტან კვინიკაძე, მიხო მოსულიშვილი, ნინო ხარატიშვილი, ბასა ჯანიკაშვილი)
ქართული თანამედროვე ლირიკა Aus der Ferne - (შალვა ბაკურაძე, ელა გოჩიაშვილი,შოთა იათაშვილი, ზვიად რატიანი, მაია სარიშვილი, ბელა ჩეკურიშვილი)
პაატა ბერიკაშვილი - „შავი პეპლების სერენადა“
საფრანგეთი
ლაშა ბუღაძე - პიესების კრებული
იტალია
თეონა დოლენჯაშვილი - „მემფისი“
აშშ
ცოტნე ცხვედიანი - „ოქროს ქალაქი“
უკრაინა
აკაკი წერეთელი - „ბაში აჩუკი“, „ჩემი თავგადასავალი“, პუბლიცისტური წერილები
გურამ ოდიშარია - „სოხუმში მოსალოდნელი წვიმა“
ხორვატია
თამთა მელაშვილი - „გათვლა“
სლოვაკეთი
გურამ ოდიშარია - „პრეზიდენტის კატა“
აზერბაიჯანი
კოტე ჯანდიერი - მოთხრობები კრებულიდან „კონკიას ღამე“
რუსეთი
ბონდო მაცაბერიძე - „ბექნა ბიჭის და თეკლა გოგოს ამბავი“
სომხეთი
ბესო ხვედელიძე - „ნამასტე“