სიახლეები

2015 წლის ბოლონიაში საბავშვო წიგნის ბაზრობა დასრულდა. ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ორგანიზებითა და მხარდაჭერით საქართველო ეროვნული სტენდით ბოლონიის წიგნის ბაზრობაზე წელს პირველად წარსდგა.

ახალგაზრდა ქართველი ილუსტრატორის ანა ჩუბინიძის ესკიზის მიხედვით შექმნილმა სტენდმა, წარმოდგენილმა ქართულმა საბავშვო ლიტერატურამ და აიპ „წიგნის ხელოვნების ცენტრის“ მიერ ორგანიზებულმა გამოფენამ დიდი მოწონება და ინტერესი დაიმსახურა ბაზრობის დამთვალიერებლებში, უცხოელ კოლეგებსა და გამომცემლებში. საქართველოს დელეგაციამ არაერთი შეხვედრა გამართა თავიანთ უცხოელ პარტნორებთან.