სიახლეები

ქართული წიგნის ეროვნული ცენტრისა და საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ერთობლივი პროექტის „XXI საუკუნის ქართული ლიტერატურული ნაწარმოების ეკრანიზაცია“ ფარგლებში კონკურსი „ლიტერატურული ნაწარმოების მიხედვით სცენარის შექმნა“ გამოცხადდა.

პროექტი მიზნად ისახავს, ქართველი მწერლების აქტიურად ჩართვას ქართულ კინოპროცესში და ქართული კინოსცენარების გამდიდრებას მხატვრული ლიტერატურის ნიმუშებით. პროექტი ემსახურება ქართველი გამომცემლების, მწერლებისა და რეჟისორების ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებას.

კონკურსის შედეგად გამარჯვებული სცენარის მიხედვით სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის გადაღება 2018 წლამდე დასრულდება.

პროექტის მხარდამჭერია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო.


http://www.gnfc.ge/geo/competition/82