ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მიერ უცხოელი გამომცემლებისთვის გამოცხადებულ მთარგმნელობითი პროგრამის „ქართული ლიტერატურა თარგმანებში“ 2019 წლის პირველი სააპლიკაციო პერიოდის ფარგლებში შემოსული განაცხადებიდან, ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით, დაფინანსდება 4 საერთაშორისო პროექტი:
- არჩილ სულაკაური - „სალამურას თავგადასავალი“ - Handrick Verlag - გერმანია
- ცოტნე ცხვედიანი - „მაიაკოვსკის თეატრი“ - Dixi Books Publishing OOD - დიდი ბრიტანეთი
- ზაზა ბურჭულაძე - „ტურისტის საუზმე“ - Ibis S.R.L. Di Veronesi & C - იტალია
- ნიკა ჯორჯანელი - პოეზიის კრებული - Smockadoll förlag - შვედეთი