სიახლეები

Shoot the Book-Cannes SCELF-ის (ფრანგულენოვანი გამომცემლობების სამოქალაქო საზოგადოება) ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც კანის კინოფესტივალის ფარგლებში ტარდება. იქიდან გამომდინარე, რომ 2018 წელს საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმარი ქვეყანაა, SCELF-ის წარმომადგენლებმა ამ ღონისძიების საპატიო სტუმრის სტატუსი საქართველოს მიანიჭეს.

Shoot the Book-ის ფარგლებში 2018 წლის 15 მაისს გაიმართება წიგნების  ფიჩინგი, სადაც სპეციალური ჟიურის მიერ შერჩეული  გამომცემლობები კინო პროდიუსერებისა და რეჟისორების წინაშე, მომავალში კინო ადაპტაციების შესაქმნელად, მათ მიერ გამოცემულ წიგნებს წარადგენენ.

წიგნების შერჩევის კრიტერიუმებია:

  • ტექსტი უნდა იყოს მხატვრული (რომანი, კომიქსი, გრაფიკული რომანი, ისტორიული ნარატივი, მოთხრობა ან პიესა);
  • ნაწარმოებს უნდა ჰქონდეს საერთაშორისო კინო ადაპტაციის პოტენციალი;
  • არ არის აუცილებელი ნაწარმოები იყოს ახალი გამოცემული;
  • ნაწარმოები მინიმუმ ერთ ენაზე მაინც უნდა იყოს ნათარგმნი (ინგლისურ, გერმანულ, ესპანურ, იტალიურ, არაბულ ან ჩინურ ენაზე) და გამოცემული არაუგვიანეს 2018 წლის 15 მაისამდე;
  • კინო ადაპტაციის საავტორო უფლება უნდა არსებობდეს 2018 წლის 15 მაისამდე;
  • ერთ გამომცემელს მხოლოდ 1 ნაწარმოების წარმოდგენის უფლება აქვს.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა Shoot the Book 2018-ის აპლიკაცია უნდა შეავსონ ინგლისურ ენაზე და 2017 წლის 15 დეკემბრამდე word-ის დოკუმენტის სახით გააგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე n.piaskowski@scelf.fr (ნატალი პიასკოვსკი). გთხოვთ, წერილის CC-ში ჩასვათ კრისტინე კარავიასი (Christine Karavias - c.karavias@bief.fr).
 
Shoot the Book 2018-ის აპლიკაციასთან ერთად, გთხოვთ, დამატებით შეავსოთ მეორე აპლიკაციაც - Catalogue Bief Cannes 2018 და გააგზავნოთ მისამართზე a.lacorre@bief.org

აპლიკაციების შესავსებად, გთხოვთ გამოიყენოთ ფონტი Verdana, font size 12
დეტალური ინფორმაცია აპლიკაციების შევსების წესებთან დაკავშირებით იხილეთ დანართის სახით.

გისურვებთ წარმატებას!