სიახლეები

ქართული წიგნის ეროვნული ცენტრიის ხელშეწყობით, ლორენის მთარგმნელთა კოლეგიის კოორდინირებითა და გერმანულ მთარგმნელობით ფონდთან თანამშრომლობით, მიმდინარე წლის 18-24 ნოემბერს, შვეიცარიაში, ლორენის მთარგმნელობით სახლში, ქართულიდან გერმანულ ენაზე მთარგმნელთათვის ლიტერატურული მთარგმნელობითი სემინარი მიმდინარეობს. ხუთდღიან პროგრამას მაღალი კვალიფიკაციის მქონე მთარგმნელები როზმარი თიცე, ანდრეა ოთი და რეფერენტი-პროფესორი ალექსანდრე კარტოზია უძღვებიან. სემინარის განმავლობაში მონაწილეები ხელმღვანელებთან ერთად მხატვრული და არამხატვრული ლიტერატურის თარგმანებზე იმუშავებენ.