სიახლეები

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობისა და ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის - ბერლინალეს ერთობლივი პროექტი, Books at Berlinale, აცხადებს აპლიკაციების მიღებას წიგნების შესარჩევად.

Books at Berlinale Berlinale Co-Production Market-ის ფარგლებში 2018 წლის 20 თებერვალს მეცამეტედ გაიმართება და მისი მიზანია წიგნისა და კინო ინდუსტრიების დაახლოების ხელშეწყობა.

Books at Berlinale-სთვის ყოველწლიურად შეირჩევა 10 რომანი, რომელიც წარედგინება 150-მდე უცხოელ კინო პროდიუსერს. წიგნების შესახებ ინფორმაცია დაიბეჭდება ბერლინალეს კატალოგში, მისი საავტორო უფლებების მქონე პირები კი მონაწილეობას მიიღებენ ე.წ. ფიჩინგში და შესაძლებლობა ექნებათ პირადად წარუდგინონ პროდიუსერებსა და რეჟისორებს ქართველი ავტორების რომანები.

განაცხადის შევსების მსურველი უნდა ფლობდეს რომანზე კინო ადაპტაციის საავტორო უფლებას. რომანი კი ორიგინალ ენაში უნდა იყოს ბესთსელერი ან სულ ახლახანს გამოცემული, კინო ადაპტაციის პოტენციალით.

განაცხადის შევსებისთვის საჭიროა არსებობდეს გრძელი სინოფსისი და საცდელი თარგმანი ინგლისურ ენაზე.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, შეავსოთ განაცხადის ფორმა ინგლისურ ენაზე და გადააგზავნოთ მისამართზე books@berlinale.de

განაცხადების მიღება გრძელდება 27 ნოემბრამდე.

დაწვრილებითი ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე.