სიახლეები

2018 წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის პროექტის მოსამზადებელი სამუშაოების ფარგლებში, საბავშვო პროგრამის დაგეგმვის მიზნით, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით, გერმანული ორგანიზაცია ‘KulturKind’ სპეციალურ ვორქშოპს ჩაატარებს.

ქართული წიგნის ხელოვნებისა და საბავშვო ილუსტრაციით დაინტერესებული პირებისთვის განკუთვნილი ვორქშოპი - 'ჩემი წარმოდგენა საქართველოზე' 12-14 სექტემბერს გაიმართება და მას თავად ორგანიზაციის ‘KulturKind’-ის ხელმძღვანელი ულრიკე ნიკელი უხელმძღვალებს.

სამდღიან სესიებზე ძირითადი აქცენტი ქართულ კულტურაზე გაკეთდება.

ვორქშოპში მონაწილეობის მსურველებმა, გთხოთ, იხილოთ დეტალური ინფორმაცია.