მთარგმნელობითი სემინარი ქართული ლიტერატურის გერმანულად მთარგმნელთათვის 27/03/2015
ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით, მიმდინარე წლის 30 მარტიდან 3 აპრილის ჩათვლით ქალაქ ფრანკფურტში გაიმართება "მთარგმნელობითი სემინარი ქართული ლიტერატურის გერმანულად მთარგმნელთათვის“. პროექტის ორგანიზატორია ქართული კულტურის ფორუმი, ხოლო მხარდამჭერი ორგანიზაციები: ფრანკფურტის გოეთეს სახელობის უნივერსიტეტის ემპირიული ენათმეცნიერების ინსტიტუტი და ფრანკფურტში საქართველოს გენერალური საკონსულო. აღნიშნულ სემინარში მონაწილეობას მიიღებს 6 მთარგმნელი. სემინარებს გაუძღვებიან ექსპერტები: პროფესორი ალექსანდრე კარტოზია და ედუარდ შრაიბერი (მთარგმნელი, მწერალი, პუბლიცისტი). გერმანია, ქალაქი ფრანკფურტი