ქართული ლიტერატურის უცხოენოვანი თარგმანების პრეზენტაცია 21/01/2015
22 იანვარს, 14:00 საათზე, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორი მედეა მეტრეველი 2014 წელს გამოცემული ქართული ლიტერატურის უცხოენოვანი თარგმანების პრეზენტაციას გამართავს. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში დაგეგმილ ღონისძიებას ქართველი მწერლები, მთარგმნელები და გამომცემლები დაესწრებიან.
მისამართი: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, სანაპიროს ქ.N4