11-17 აპრილი, ქ. ლონდონი
ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ინიციატივითა და ორგანიზებით, საქართველოს დამოუკიდებლობის 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით, 2016 წლის 11-17 აპრილს, ქ. ლონდონში, ლიტერატურული და კულტურული პროგრამა განხორციელდება.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილ დისკუსიებს 11-14 აპრილს უმასპინძლებს ორი წამყვანი სახელოვნებო და კულტურული ცენტრი - Asia House და Europe House, ხოლო 16-17 აპრილს დაგეგმილი კინოჩვენებები გაიმართება Regent Street Cinema-ში.
დისკუსიებში მონაწილეობას იღებენ, როგორც ქართველი, ისე უცხოელი ავტორები, აგრეთვე ლიტერატურის კრიტიკოსები და ჟურნალისტები.
პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი დისკუსიების განრიგი:
11 აპრილი - პროექტის ოფიციალური გახსნა Asia House-ში. მონაწილეები: ქართული წარმოშობის ცნობილი მწერალი ბორის აკუნინი (გრიგოლ ჩხარტიშვილი) და ბრიტანელი მწერალი და კრიტიკოსი, გაზეთ The Independent-ის ჟურნალისტი ბოიდ ტონკინი (ასევე Man Booker Prize 2016-ის ჟიურის თავმჯდომარე).
12 და 14 აპრილს - 2-2 დისკუსია/სესია Asia House-ში. მონაწილეობით: აკა მორჩილაძე, ლაშა ბუღაძე, დათო ტურაშვილი. აგრეთვე, პროექტის არტ დირექტორი, მაია ჯაგი და ბრიტანელი მთარგმნელი პატრიკ დონალდ რაიფილდი.
13 აპრილი - Europe House-ში გაიმართება დისკუსია ზურა ქარუმიძის და აკა მორჩილაძის მონაწილეობით.
პროექტის მხარდამჭერები არიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, საქართველოს კონემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი, Asia House, Europe House, Regent Street Cinema, Life Through Cinema, საქართველოს საელჩო დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში.
დეტალური ინფორმაციისთვის, იხილეთ: