საქართველო ბოლონიის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე წელს პირველად წარსდგება 09/03/2015

ქართული საბავშვო ლიტერატურა ბოლონიის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე წელს პირველად საქართველოსეროვნულ სტენდზე იქნება წარმოდგენილი. საზღვარგარეთ ქართული ლიტერატურის პოპულარიზაციის მიზნით, 2015 წლის გაზაფხულზე დაგეგმილ ღონისძიებებზე, სიახლეებსა და წიგნის საერთაშორისო ბაზრობებზე საქართველოს მონაწილეობასთან დაკავშირებით, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი, მიხეილ გიორგაძე და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორი, მედეა მეტრეველი, 10 მარტს, 16 საათზე დაგეგმილ პრეზენტაციაზე ისაუბრებენ.

მისამართი: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, სანაპიროს ქ.N4