ჩვენი გუნდი

მედეა მეტრეველი
დირექტორი
ტელ: ელ-ფოსტა: metreveli@book.gov.ge

ბიოგრაფია

მედეა მეტრეველი ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორად დაინიშნა 2014 წლის 22 აპრილს. 2010-2014 წლებში ხელმძღვანელობდა ქართული წიგნისა და ლიტერატურის პროგრამას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში, სადაც უძღვებოდა ქართული ლიტერატურის უცხო ენებზე თარგმნისა და პოპულარიზაციის პროექტებს და კოორდინირებას უწევდა ქართული ეროვნული სტენდების ორგანიზებას ფრანკფურტის, ლაიფციგის და ლონდონის იხილეთ მეტი... წიგნის ბაზრობებზე. 2011 წლიდან ხელმძღვანელობს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ფრანკფურტის წიგნის ბაზრობას შორის მოლაპარაკებებს საპატიო სტუმარი ქვეყნის პროგრამასთან დაკავშირებით.

2012 წელს მედეა მეტრეველი გახდა აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის პროგრამის INTERNATIONAL VISITOR LEADERSHIP PROGRAM (IVLP) სტიპენდიანტი, ხოლო 2013 წელს ბრიტანეთის საბჭოს პროგრამის Cultural Leadership International სტიპენდიანტი. 2005 წელს, სადისერტაციო ნაშრომზე მუშაობასთან დაკავშირებით, მოიპოვა ათენის აკადემიასთან არსებული კოსტას და ელენი ურანისების საქველმოქმედო ფონდის სტიპენდია. 2006 წელს მიენიჭა ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი (თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტი). 2002 წლიდან დღემდე კითხულობს ლექციებს თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტში ახალ ბერძნულ ენასა და ლიტერატურაში. ნეოგრეცოსტიკის დარგში არის რამდენიმე სამეცნიერო პუბლიკაციის და წიგნის ავტორი. არის რამდენიმე საგანმანათლებლო-შემოქმედებითი ორგანიზაციის წევრი, მათ შორის: ევროპის ნეოგრეცისტთა ასოციაცია, საქართველოს ნეოელინისტთა ასოციაცია, ნ კაზანძაკისის მეგობართა საერთაშორისო ორგანიზაცია,ბერძნული ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის გამცემი მუდმივი კომისია (კავკასიის ფილიალი).