სიახლეები

გერმანულ და ქართულ ენებზე მთარგმნელთათვის ქალაქ შტრალენის ევროპის მთარგმნელთა კოლეგიაში სემინარები ჩატარდება

თორმეტი მთარგმნელი გერმანიაში მხატვრული პროზის ლიტერატურულ მთარგმნელობით სემინარში მიიღებს მონაწილეობას. ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ინიციატივით, ევროპის მთარგმნელთა კოლეგიასთან, გერმანიის მთარგმნელთა ფონდთან, რობერტ ბოშის ფონდთან, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, ხელოვნების ფონდ NRW-სა და თბილისის გოეთეს ინსტიტუტთან თანამშრომლობით სემინარები გერმანიის ქალაქ შტრალენში 16 ნოემბრიდან 22 ნოემბრის ჩათვლით გაიმართება. ვრცლად

გერმანელი და ბრიტანელი ლიტერატურის კრიტიკოსებისა და ჟურნალისტების შეხვედრა ქართველ კოლეგეთან თემაზე „ქართული ლიტერატურა და ევროპა“

ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მოწვევით თბილისში ვიზიტით მყოფი წამყვანი ევროპული ბეჭდური მედიის ლიტერატურის კრიტიკოსები და ჟურნალისტები ქართველ კოლეგებს შეხვდნენ. უმსხვილესი ევროპული გამოცემების The Independent, Süddeutsche Zeitung, Die Zeit და Tageszeitung წარმომადგენლების ქართველ მწერლებთან, ჟურნალისტებთან, ლიტერატურის კრიტიკოსებთან და ბლოგერებთან შეხვედრას თიბისი გალერეამ უმასპინძლა. ვრცლად

რიგით მეხუთე ლიტერატურული ფორუმ-დიალოგი გაიხსნა

ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით რიგით მეხუთე ლიტერატურული ფორუმ-დიალოგი გაიხსნა. ღონისძიება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორმა მედეა მეტრეველმა გახსნეს. 2015 წლის ლიტერატურულ ფორუმ-დიალოგს ეროვნული მუზეუმი მასპინძლობს. ვრცლად

ყველა სიახლის ნახვა